
ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღის აღსანიშნავად მოსწავლეებმა შემოქმედებითი აქტივობები მოაწყეს. მათ საკუთარი ხელით შექმნეს სხვადასხვა ნამუშევარი, დაწერეს გულთბილი ჩანაწერები და ლამაზი მისალოცი წერილები, რომლებიც დედებს მიუძღვნეს.
ბავშვებმა ამ გზით გამოხატეს სიყვარული და მადლიერება დედების მიმართ. მათი ნამუშევრები სითბოთი და ემოციით იყო სავსე, რამაც დღეც განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახადა, დედებს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
„ჩვენი აღსაზრდელები სიყვარულით ულოცავენ დედის დღეს ყველა დედას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობების ამსახველ ვიდეოს გვიზიარებენ.
იხილეთ ვიდეო