
ქუთაისის N21 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და ბავშვებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
მე-6ა კლასში გერმანულ ენაში ღია გაკვეთილზე პედაგოგმა მედეია რევიამ სწავლება ახალი მეთოდებისა და გზების ძიებით წარმართა, სხვადასხვა სახალისო აქტივობებითა და ინტერესით.
თავდაპირველად სამოტივაციო კითხვებმა პოზიტიური გავლენა მოახდინა მოსწავლეებზე, მათი ინტერესის პროვოცირება გამოიწვია. პედაგოგმა გაააქტიურა მოსწავლეთა წინარე ცოდნა და შექმნა კლასში დადებითი განწყობა.
გაკვეთილის თემა გახლდათ - „საათები“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სასწავლო მიზნები იყო რეალისტური, მორგებული მოსწავლეთა კომპეტენციებზე, გამომდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგებიდან, მოსწავლეთა საჭიროებიდან, მოთხოვნილებებიდან და ინტერესებიდან.
მოსწავლეები თავდაჯერებულად მსჯელობდნენ თემებზე, გვთავაზობდნენ საკუთარ ხედვებს, წარმოაჩინეს აზროვნების, პრობლემის ხედვისა და გადაჭრის, შეფასების, არგუმენტაციის, ანალიზისა და სინთეზის უნარები. აქტივობები მოიცავდა თემატურ ნახატებს შესაბამისი ინფორმაციული ტექსტებით, პრეზენტაციებს, ჯგუფურ მუშაობას, როლურ თამაშებს, ზეპირად გაითამაშეს მარტივი ხასიათის დიალოგები და სცენები, რომელიც თემის გათვალისწინებით უკავშირდებოდა ადამიანთა საქმიანობას. მოსწავლეებმა ნასწავლი სიტყვები და ფრაზები გამოიყენეს სავარჯიშოებზე მუშაობისას.
გაკვეთილზე დემოკრატიული სასწავლო გარემო იყო შექმნილი. სუფევდა მოსწავლეთა მაძიებლური ცნობისმოყვარეობა, ჰარმონიული და სასიამოვნო, განვითარებადი და საინტერესო მუშაობის პროცესი. ბავშვური ფანტაზიის მრავალფეროვნება. მიღებული ცოდნის მაქსიმალურად გამოყენება,ახალი ცოდნის მიღება. გამოვლენა მოსწავლეთა მაღალი შესაძლებლობებისა და კრეატიული ხედვის. შეძლეს, სხარტი მეტყველება და ლექსიკის გამდიდრება, მარტივი დიალოგების შედგენა ნაცნობ სიტუაციებზე დაყრდნობით (თვეები, დღეები, წელიწადის დროები, საათები), გრამატიკული ელემენტებისა და კითხვითი ნაცვალსახელების გამოყენება. გაამთლიანეს არსებული და ახლად მიღებულ ცოდნა.
„გაკვეთილმა ხელი შეუწყო მიღებული ცოდნის გამყარებას, დამოუკიდებელი მუშაობის, ინტერპრეტაციის, თვითრეალიზაციის და თვითმართვის უნარების განვითარებას. გაზარდა მოსწავლეთა შინაგან მოტივაცია და ინტერესი, მიღებული ცოდნის ღირებულება, კომპლექსური აზროვნება, შემოქმედებით უნარები.
გაკვეთილი დაკავშირებული იყო პრაქტიკასთან, ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრასთან.
გამოყენებული რესურსი (თვალსაჩინოება, აუდიოვიზუალური საშუალებები, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები) აერთიანებდა წარმატებისათვის აუცილებელ მრავალ ელემენტს: ჩართულობას, დაინტერესებას, ინფორმაციებს, მონაცემებზე იოლ წვდომას, გუნდურ მუშაობას, სოციალურ აქტუალურობას, ხელს უწყობდა მოტივაციის ამაღლებას. გაკვეთილი გავიდა სასურველ შედეგზე.
მასწავლებელმა გაკვეთილზე გამოიყენა გამსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება, ესგ-ის მიზნებიდან გამომდინარე მოხდა შეფასება/გაზომვა. დამსწრე კოლეგებმა ისაუბრეს მიღებულ სასიამოვნო შთაბეჭდილებებზე, მოიწონეს მოსწავლეების საქმიანობის ხარისხი.
„მრავალი ღირსებით შემკული გაკვეთილი“- ასე აფასებენ გაკვეთილს სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის შემოქმედებითი მიდგომები.
„წარმატებები ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებსა და სკოლის სიღრმისეული პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის პედაგოგს, ქალბატონ მედეია რევიას“,- დასძენენ სკოლაში.