
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები წახალისებულია, რაც ბავშვების მოტივაციაზე აისახება. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
სულ ახლახან, სკოლაში „კინგსის“ ოლიმპიადაში მოსწავლეთა წარმატება აღინიშნა.
ოლიმპიადა „კინგსის“ 2025 წლის შემოდგომის სეზონის ფინალში, ქართულსა და ინგლისური ენების კონკურსებში გამარჯვებულ სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და დიპლომები.
ასევე, ოლიმპიადა „კინგსში“ მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისათვის დაჯილდოვდა გიმნაზიის პედაგოგი თინათინ ბლიაძე. მას „კინგისგან“ სასაჩუქრე ბარათი გადაეცა.
იხილეთ ფოტოები: