ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები გაცოცხლეს
09-03-2026

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა 1878 წლის ოსმალურ რეფერენდუმსა და ქობულეთის კრებას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა იმ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების გააზრებასა და გაცოცხლებას, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩვენი რეგიონის ისტორიულ განვითარებაში.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ეპოქის ისტორიული ფონი, ისაუბრეს იმდროინდელ პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაზე და სცენურად გააცოცხლეს ქობულეთში გამართული ისტორიული კრება. წარმოდგენილმა ინსცენირებამ ნათლად წარმოაჩინა ის რთული არჩევანი და პასუხისმგებლობა, რომლის წინაშეც იმ პერიოდში ჩვენი მხარე და მისი საზოგადოება იდგა.

„ღონისძიების მთავარი მიზანი მხოლოდ ისტორიული ფაქტების გახსენება არ ყოფილა; იგი ემსახურებოდა მოსწავლეებში ისტორიული პროცესების სიღრმისეულ გააზრებას, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასა და იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მნიშვნელობის აღქმას, რომლებიც ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში მონაწილეობდა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებსა და ისტორიის პედაგოგს - მარიამ ურუშაძეს საინტერესო ღონისძიების ჩატარებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203