თაობათა შეხვედრა- სიყვარულის და მადლიერების დღესასწაული- ქუთაისის N24 სკოლის მე-2 კლასელებმა ღვაწლმოსილ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს
09-03-2026

საზოგადოება „ძველი ქუთაისის“ დარბაზმა განსაკუთრებულ სტუმრებსა და ემოციებს უმასპინძლა. ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა გაზაფხულის დღესასწაულები - დედისა და ქალთა დღეები - ღვაწლმოსილ ქალბატონებს, ჩვენს საამაყო ბებიებსა და დედებს მიულოცეს.

ეს არ იყო მხოლოდ ღონისძიება, ეს იყო თაობათა შორის უწყვეტი კავშირის საუკეთესო მაგალითი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარების მიერ გულით ნამღერმა სიმღერებმა, წაკითხულმა ლექსებმა და საკუთარი ხელით მომზადებულმა საჩუქრებმა დარბაზში საოცარი სითბო შეიტანა.

„მადლობა ჩვენს პატარებს იმ სიხარულისთვის, რომელიც მათ ხანდაზმულ ქალბატონებს მიანიჭეს. სწორედ ასეთი ურთიერთობებით იკვრება წარსულსა და მომავალს შორის ის მტკიცე ხიდი, რასაც ტრადიცია და ერთმანეთის პატივისცემა ჰქვია. გაზაფხულს გილოცავთ! მადლობა მასპინძლობისთვის ირმა ქურასბედიანს. მადლობა კლასის დამრიგებელს მანანა გეწაძე-ხურციძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203