
ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლის - ლიზი ბაქრაძის სპორტული წარმატებით ხარობენ.
ლიზიმ, კრივში საქართველოს 15 წლამდელთა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა და საქართველოს ჩემპიონი გახდა, 46 კგ წონით კატეგორიაში.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ, ახალი მწვერვალების დაპყრობასა და ახლა უკვე საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას უსურვებენ.