
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში დედის დღე გამორჩეულად აღინიშნა.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს და ძვირფას ქალბატონებს სიყვარული და პატივისცემა ლამაზი ღონისძიებით დაუდასტურეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდნენ - ლექსებითა და სიმღერებით შესხეს ხოტბა დედის როლსა და ამაგს და მშობლებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
„მარტი ყველასათვის საყვარელი თვეა, რადგან სწორედ მარტით იწყება გაზაფხული და აღინიშნება დედის დღეც. დედის დღე სწორედ გაზაფხულის მოსვლას უკავშირდება. გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს, ჰაერში სიცოცხლის სურნელი ტრიალებს, ქალიც ხომ სიცოცხლის საწყისია, გაზაფხულივით მშვენიერი, თბილი და მომხიბვლელი, ქალთა და დედის დღეს კი ქალებს განსაკუთრებულ სითბოსა და ყურადღებას უძღვნიან.
დედა, როგორც სამშობლო და ენა, ერთია. დედის იავნანა ტკბილი და დაუვიწყარია. დედა - შვილებზე ზრუნვით დაღლილი, მათ საწოლთან ღამენათევი, დედა - თმადათოვლილი, სახედანაოჭებული, ხელებდაკოჟრილი...ვინ დათვალოს, ვინ შეაფასოს დედის ღვაწლი, ამაგი... ყოვლისშემძლეა დედაშვილური სიყვარული, დედის გული პატარაა, მაგრამ უზარმაზარი სიყვარულისა და სითბოს დამტევი! დედა - სიცოცხლის საწყისი, სიცოცხლის მომნიჭებელი, სიკეთის მთესველი, მშვიდობასა და შვილების კეთილდღეობაზე მლოცველი, სწორედ საყვარელ დედიკოებს მიულოცეს წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე დიდი სიყვარულით“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას გვიზიარებენ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო