
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა ლამაზი ღონისძიება - „დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო!“ , რომელიც ყველაზე ძვირფასი ადამიანების - დედების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა მიწვეულ დედიკოებს სიურპრიზით მიულოცეს. ღონისძიება დედაშვილური ვალსით დაიწყო. „დედიკო, შენ ჩემი დედოფალი ხარ“!-ამ ფრაზით თმა გვირგვინებით დაუმშვენეს საყვარელ დედიკოებს.
ლამაზი ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს მათ საიმედო დედიკოებს.
„დედის ხელი შვილის ხელში“- ამ პრინციპით მეტად ავაკაშკაშეთ დედის ანთებული გული. მონიტორზე, მუსიკის ფონზე, სლაიდშოუ ვაჩვენეთ. ფოტოები მათ დედაშვილობას, პატარა ასაკიდან დღემდე პერიოდს, ასახავდა. ღონისძიება აცრემლებული დედის თვალებითა და ფეიერვერკით დაიხურა.
გვსურს გულითადად მივულოცოთ ყველა დედას ეს განსაკუთრებული დღე. დედობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა, სიყვარული და თავდადება, რომელიც ყოველდღიურად ქმნის ძლიერ ოჯახებსა და უკეთეს საზოგადოებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და უსაზღვრო ბედნიერებას. მადლობა იმ სითბოსა და ზრუნვისთვის, რომელსაც თაობებს გადასცემთ. გილოცავთ დედის დღეს!“,- გვიყვება კლასის ხელმძღვანელი ალექსანდრა კვიციანი.
ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები -
„შენ ხარ ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს და ვაფასებ.
მადლობა უსაზღვრო სიყვარულისთვის, მოთმინებისთვის და ყველაფრისთვის,
რასაც ყოველდღე აკეთებ ჩემთვის.
დედა, გილოცავ დედის დღეს!
მადლობა ყველაფრისთვის - შენი სიყვარული, ზრუნვა და მხარდაჭერა ჩემი
ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარია.
ძალიან მიყვარხარ!“
იხილეთ ფოტოები: