იცვლება თუ არა ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადები და უმაღლესების კვოტირებები - ოფიციალური განმარტება
09-03-2026

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას ​განმარტებით, რადიკალური ცვლილებები არც ერთი უნივერსიტეტის კვოტირების კუთხით აღარ იგეგმება.

კვოტირების საკითხები ფაქტობრივად დადასტურებულია და ამ მიმართულებით, ცვლილებები აღარ იგეგმება. რაც შეეხება მისაღები გამოცდების მოსამზადებელ სტადიას, ამ მიმართულებითაც სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს და ყველა ვადა, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია, სრულად იქნება დაცული.

როგორც მახსოვს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს რამდენიმე პროგრამა და კვოტირების ნაწილი გარკვეული ტიპის ცვლილებებს დაექვემდებარა. მათ შორის, რამდენიმე პროგრამა დამატებულია, რომელიც უნივერსიტეტის მოთხოვნით გახდა უნიკალური. შესაბამისად, ამ მიმართულებით გარკვეული ტიპის ცვლილებები არის, მაგრამ რადიკალური ცვლილებები არც ერთი უნივერსიტეტის კვოტირების კუთხით არ იგეგმება.

რაც შეეხება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ის სრულად ახალ სიცოცხლეს მიიღებს, ვგულისხმობ აგრარული მიმართულების გაძლიერებას. თუ დავამატებთ იმასაც, რომ მათ დარჩებათ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - აფხაზეთის კვლევების მიმართულებით გარკვეული ტიპის პროგრამები, ასევე, ვაპირებთ გავაძლიეროთ კვლევითი მიმართულება. ამ მიმართულებით, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებისა და მხარდაჭერის ნაწილი კიდევ უფრო გაძლიერდება.

რაც შეეხება ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს, წინსწრებით შემიძლია გითხრათ, რომ ის ძალიან აქტიურად მუშაობს ტურიზმის პროგრამაზე იმ რეფორმის ფარგლებში, რაშიც გვინდა, რომ ტურიზმის მიმართულება იყოს განვითარებული. გარწმუნებთ, რომ როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამა ტურიზმის მიმართულებით უახლოეს პერიოდში იქნება წარმოდგენილი“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203