დედის დღისადმი მიძღვნილი დაუვიწყარი ღონისძიება ოყურეშის საჯარო სკოლაში 
09-03-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

პედაგოგებმა - მარგალიტა ეფაძემ, ნათელა საღინაძემ, ნინო ყურაშვილმა და მადონა კოპალიანმა, მოსწავლეებთან ერთად, ლამაზი და თბილი დღესასწაული მოუწყვეს ქალბატონებს. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლამაზი ლიტერატურული კომპოზიცია და მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები.

სკოლის დირექტორმა, ქეთინო მურცხვალაძემ დედისა და ქალთა დღეები მიულოცა მოსწავლეთა მშობლებს და კოლეგებს.

ღონისძიების განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსები და სიმღერები, პატარების მიერ დიდი მონდომებით და სითბოთი წარმოდგენილი ინსცენირებები.

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაკრეფილი ყვავილების თაიგულებით გაალამაზეს საკლასო ოთახები და სიმბოლური საჩუქრებით დედიკოებს სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. 

ბუნების მასწავლებელ ნანა მამარდაშვილის ხელშეწყობით მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებას კიდევ უფრო თბილი და შთამბეჭდავი ატმოსფერო შესძინა დაწყებითი კლასების მასწავლებლის ნინო ყურაშვილის დაბადების დღის საზეიმო ვითარებაში აღნიშვნამ, რაც იუბილარისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, რომელიც პატარებმა მოუწყვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203