გორელოვკის N2 სკოლის მოსწავლეთა ძვირფასი საჩუქარი დედებს
09-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას მოსწავლეებსაც ასწავლიან. 

სწორედ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა შემოქმედებითი აქტივობა, რომელიც დედის დღეს მიეძღვნა. 

ბავშვებმა დღესასწაული იზეიმეს, ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს, ბოლოს კი ხელნაკეთი ბარათებითა და ყვავილებით მიულოცეს დედებს ეს ლამაზი დღესასწაული. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203