
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში დედის დღე გამორჩეულად აღინიშნა.
ეს ლამაზი დღესასწაული არაერთ კლასში აღინიშნა.
დედის დღისადმი მიძღვნილი თბილი და ემოციური ღონისძიება მოამზადეს მე-10 კლასის მოსწავლეებმა.
ღონისძიება იყო სავსე სიყვარულით, პატივისცემითა და გულწრფელი ემოციებით. მოსწავლეებმა ლამაზი სიტყვებით, სიმღერებითა და თბილი მოფერებით დედებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს. ღონისძიებამ მრავალი სასიამოვნო მომენტი და სითბო მოუტანა ყველას, ვინც ამ განსაკუთრებულ დღეს დაესწრო.
ჭალადიდის საჯარო სკოლა გულითად მადლობას უხდის მე-10 კლასის მოსწავლეებს ამ ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისა და გულით შესრულებული ნომრებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის კლასის ხელმძღვანელს, შორენა მურუსიძეს, ღონისძიების მომზადებისა და გაწეული დიდი შრომისთვის.
დედის როლსა და ამაგს ლექსებით შეასხეს ხოტბა ნანა თაკალანძის მოსწავლეებმა.
„დედა არის ყველაზე თბილი და ძვირფასი ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში. მისი სიყვარული უსაზღვროა და ყოველთვის ჩვენს გვერდით არის“, - აღნიშნავს პედაგოგი და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
გაზაფხული პირველი დღესასწაული იზეიმეს პედაგოგ ლუიზა ფირცხელავას პატარებმაც.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და დედებს სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს.
„გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, რამდენად დიდი ძალა აქვს დედის სიყვარულს და ქალის სითბოს. მადლობა ჩვენს საყვარელ ბავშვებს ამ ლამაზი და დაუვიწყარი დღისათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი დღეები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასია დედის სიყვარული და ის სითბო, რომელიც სკოლასა და ოჯახს აერთიანებს
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: