
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში წარმტაცი ღონისძიება გაიმართა, რომელიც დედების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა.
ღონისძიება მათთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანებს სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მიუძღვნეს. პატარებმა ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით გამოხატეს თავიანთი სიყვარული და დედებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები და ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს.
ღონისძიებამ აჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის სითბოსა და სიყვარულის გაზიარების სწავლება და ემოციური ინტელექტის ჩამოყალიბება.
იხილეთ ფოტოები: