
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ, ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, V-VI კლასებში, ინგლისურ ენაში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე გადაწერეს დიდი ბრიტანეთის ჰიმნი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის ჩატარების მიზანი იყო, მოსწავლეებში კალიგრაფიული წერის კულტურის განვითარება, ინგლისური ენისადმი ინტერესის გაღრმავება და წერითი უნარების დახვეწა.
მოსწავლეები პასუხისმგებლობით და მონდომებით მოეკიდნენ დავალებას, და წარმოადგინეს ესთეტიკურად შესრულებული ნაშრომები.
კონკურსს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - თამუნა შანავა და ჯული ხასია.
იხილეთ ფოტოები: