სამტრედიის №7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგზაო ნიშნები თამაშით ისწავლეს
09-07-2018
სამტრედიის №7 საჯარო სკოლაში აქტივობა - „ბავშვები სწავლობენ და იცავენ მოძრაობის წესებს“ განხორციელდა. პედაგოგმა ეკა ლორიამ 1-ელი კლასის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესები გააცნო და აუხსნა რა დანიშნულება აქვს ზებრა-გადასასვლელს და შუქნიშნებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა საგზაო ნიშნები თამაშით ისწავლეს. მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ზებრა გადასასვლელი დახატეს და გაკვეთილზე მოსმენილი მასალა თამაშით გნიმტკიცეს.
აქტივობის შემდეგ პირველკლასელებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბუკლეტები დაამზადეს და ქუჩაში გამვლელებს დაურიგეს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის