პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება 
09-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ყველაზე საყვარელი ადამიანების მიმართ სიყვარულისა და სითბოს გაზიარებას ემსახურებოდა. 

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მეტად ემოციურად წარიმართა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდგნენ, დედის როლსა და ამაგს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და საყვარელ ქალბატონებს სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს. 

აღსანიშნავია, რომ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია, როგორც სასწავლო-შემეცნებითი ისე სახალისო და შემოქმედებითი ღონისძიებებით, მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები კი ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას ბავშვებსაც ასწავლიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203