შულავერის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს
10-03-2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი შალვა ფუტკარაძე 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს – გულითადად ულოცავს სკოლის პედაგოგებსა და თანამშრომლებს.

მისი თქმით, ეს დღე განსაკუთრებული პატივისცემისა და მადლიერების გამოხატვის შესაძლებლობაა იმ ქალბატონების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად უდიდეს შრომას დებენ მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში.

დირექტორი აღნიშნავს, რომ სკოლაში მუდმივად ტარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობები, რომლებიც მოსწავლეების განვითარებასა და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენას ემსახურება. 

მისივე თქმით, სკოლა მომავალშიც გააგრძელებს ახალი იდეებისა და ინიციატივების განხორციელებას, რათა სასწავლო გარემო კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს როგორც მოსწავლეებისთვის, ისე პედაგოგებისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203