
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდებით სწავლობენ.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით განახორციელეს სახალისო და საინტერესო პროექტი - „მე ვქმნი საინტერესო ისტორიას“. მათ გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმა და გაახმოვანეს ანიმაციები.
მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
სკოლაში მადლობას უხდიან მე-6 კლასის მოსწავლეებს საინტერესო ნამუშევრებისთვის.
იხილეთ ვიდეო: