
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანის - სამედიცინო ბიოლოგია ფარგლებში, ადამიანის ორგანიზმის აგებულებასთან ერთად ჯანმრთელობის საკითხებს ეცნობიან და დაავადებებსა და მათ გამომწვევ მიზეზებზე ცოდნას იმდიდრებენ.
ახლახან, საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა საგან სამედიცინო ბიოლოგიაში პრეზენტაცია წარადგინეს თემაზე - „XXI საუკუნის დაავადება - შაქრიანი დიაბეტი“.
მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე, გავრცელების მასშტაბებზე და იმ რისკფაქტორებზე, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების წესთანაა დაკავშირებული.
მათ აუდიტორიას გააცნეს დაავადების ძირითადი სიმპტომები, შესაძლო გართულებები და პრევენციის გზები. პრეზენტაციისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, სწორ კვებასა და ფიზიკური აქტივობის როლზე, რაც დიაბეტის განვითარების რისკის შემცირებაში მნიშვნელოვან ფაქტორებად მიიჩნევა.
მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა სამედიცინო ბიოლოგიაში და მეტი შეიტყვეს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ თანამედროვე დაავადებაზე.
იხილეთ ფოტოები: