ზღაპრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინგლისურენოვანი ღონისძიება ზინობიანის საჯარო სკოლაში
06-03-2026

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინგლისური ენის გაკვეთილი ზღაპრულ თავგადასავლად იქცა. 

ინგლისური ენის მასწავლებლის, ხატია ხუციშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა ზღაპრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონიძიება სახელწოდებით - "Fairytale Day", რომელშიც  III და IV კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს სპექტაკლი - „კომბლე“, შემდეგ მონაწილეობა მიიღეს ზღაპრის გმირებთან დაკავშირებულ ვიქტორინაში.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203