„წელიწადის დროები” - ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა საინტერესო კუმპლექსურ დავალებაზე იმუშავეს 
06-03-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის ნაბახტევის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, მუსიკის პედაგოგმა, მაია რიჟამაძემ (ესთეტიკა ეთიკა-სპორტის კათედრა) მე-2 კლასში ჩაატარა კომპლექსური დავალება თემაზე: “წელიწადის დროები”.

მოსწავლეებმა მოუსმინეს მუსიკის ფრაგმენტებს და შეუსაბამეს წელიწადის დროების ამსახველ ბუნების სურათებს. მოსწავლეებმა შეადარეს თავიანთი და კომპოზიტორის ვერსიები. მოსმენილი ფრაგმენტები მიუსადაგეს სურათებს და დანომრეს.

სასწავლო პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა - მოსწავლეებმა ხალისით უპასუხეს კითხვებს. დაასახელეს რომელი ფრაგმენტი შეესაბამება ბუნების გამოღვიძებას, რა განწყობაა სურათზე-მხიარული თუ სევდიანი, რომელ ფრაგმენტში ისმის ჩიტების ჭიკჭიკი, რომელი ფრაგმენტი მიუსადაგეს შემოდგომის სურათს და უნდა შემოეხაზათ წიგნში მოცემული სიტყვები: მხიარული, სევდიანი, მშვიდი, იდუმალი, ენერგიული.

შეასრულეს თავიანთი ხელით დახატეს წელიწადის დროები და წარუდგინეს კლასს.

გაკვეთილი წარიმართა საინტერესოდ. ბოლოს მოსწავლეებმა უპასუხეს მასწავლებლის დასმულ კითხვებს: საინტერესო იყო თუ არა დავალების შესრულება? დაეხმარათ თუ არა ხმების და ბგერის თვისებები? მოსმენილი მუსიკით დაეხმარათ თუ არა გამოეცნოთ წელიწადის დროები?.

„ამით მოსწავლეებს უვითარდებათ მუსიკის მოსმენისა და შინაარსის წვდომის უნარ-ჩვევები, წარმოსახვის, თვითშემოქმედების უნარი“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ შემოქმედებით დავალებას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203