
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლაში 1921 წლის თებერვლის მწუხრი დღეები გაიხსენეს.
იუნკერთა ხსოვნას მიეძღვნა ჩანტლისყურის საჯარო სკოლაში ჩატარებული საინფორმაციო სახის პრეზენტაცია, რომელიც ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებლის, ქეთევან ჩაჩანიძის, მიერ იყო წარმოდგენილი.
ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე, საქართველოს ეროვნული გმირების, იუნკერების შესახებ, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის უთანასწორო ბრძოლაში.
ქალბატონმა ქეთევანმა ამავე თემაზე ჩაატარა სხვადასხვა აქტივობა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები. ბავშვებმა თანატოლებს წაუკითხეს „წერილები ფრონტიდან“, შეაგროვეს ინფორმაცია და ფოტო-მასალა და განათავსეს კედლის გაზეთზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობების მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ დამოუკიდებლობისა და იუნკერთა, როგორც თავისუფლების სიმბოლოთა, როლი საქართველოს ისტორიაში.
იხილეთ ფოტოები: