
ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის llბ კლასში, პედაგოგ ირმა ბებიას ხელმძღვანელობით, დედის დღესთან დაკავშირებით, განხორციელდა საკლასო პროექტი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში დედისადმი მადლიერების, სიყვარულისა და პატივისცემის გაღრმავება.
კვირის განმავლობაში მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობებში.
გაკვეთილზე ვკითხულობდით და ვსწავლობდით დედაზე შექმნილ ლექსებს, ვსაუბრობდით დედის როლსა და მნიშვნელობაზე, ვუზიარებდით ერთმანეთს ემოციებსა და შთაბეჭდილებებს.
მოსწავლეებმა წერილობით აღწერეს საკუთარი დედები - თუ როგორები არიან ისინი, რა უყვართ, რა ახარებთ, რა სწყინთ, რა ხდის მათ განსაკუთრებულს და რატომ არიან დედები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები.
„ბავშვების გულწრფელმა და სითბოთი სავსე სიტყვებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დედის როლს თითოეული ბავშვის ცხოვრებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ხარობენ მოსწავლეთა აქტიურობით.
პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს მისალოცი ბარათები და სიყვარულით გადასცეს დედებს. ეს იყო ემოციური და დასამახსოვრებელი მომენტი როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის.
სკოლა-გიმნაზი ამ თბილი დღეების ამსახველ ფოტოსურათებს გვიზიარებს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: