
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მოსწავლეებს ისტორიისა და სახელოვანი წინაპრების პატივისცემას ასწავლიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის, V-VI კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა ისტორიულ-შემეცნებითი ღონისძიება - „ფეხი დამადგით, გულზე დამადგით“, რომელიც მიეძღვნა ქართველი გმირი წინაპრების ხსოვნას.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია პედაგოგმა ელიზა კევლიშვილმა.
იხილეთ ფოტოები: