
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში 5 მარტს, საბუნებისმეტყველო კათედრამ სასკოლო საზოგადოებას და მშობლებს წარუდგინა ლამაზი ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ქალებს და მათ როლს მეცნიერებაში, საზოგადოებასა და ოჯახში.
გაერთიანებილი იყო სამი დღესასწაული 11 თებერვალი - მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე და 3 - მარტი დედის დღე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VII, VIII, IX კლასების მოსწავლეები, რომლებამ დამსწრე საზოგადოებას ხალისით აცნობდნენ ცნობილი გამორჩეული ქალბატონების მიღწევებს.
განსაკუთრებული სითბოთი იყო გამთბარი მოსწავლეთა სიტყვა, როდესაც საუბარი შეეხო ჭიათურის საპატიო მოქალაქეს, 103 წლის მეცნიერ ქალბატონს ელენე აბაშიძეს.
ღონისძიება სკოლაში პროექტის - „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუ ხვადია“ ფარგლებში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: