
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ექსპერიმენტებითა და პრაქტიკული სამუშაოებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ახლახან, მე-10 კლასში ჩატარდა საინტერესო და პრაქტიკული ვორკშოპი ბიოლოგიაში. გაკვეთილს უძღვებოდა ბიოლოგიის მასწავლებელი მარიამ ესიტაშვილი, რომელმაც მოსწავლეებს დნმ-ის გამოყოფის პროცესი ხილიდან პრაქტიკულად აჩვენა.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შეასრულეს ექსპერიმენტი, დააკვირდნენ დნმ-ის სტრუქტურის თვალსაჩინო გამოვლენას და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ მეცნიერება არა მხოლოდ თეორია, არამედ აღმოჩენებით სავსე პრაქტიკაცაა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს კვლევითი უნარების განვითარებას, ლაბორატორიული მუშაობის გამოცდილების მიღებას და საგნის მიმართ ინტერესის გაღრმავებას.
„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების აქტიურობითა და ჩართულობით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო