ბეშთაშენის საჯარო სკოლის ლიტერატურული წრე - „შემოქმედი“ აქტიურად მუშაობს 
06-03-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლის წიგნის მოყვარული მოსწავლეები მხატვრულ ლიტერატურას აქტიურად ეცნობიან და წაკითხულს საწრეო მუშაობის ფარგლებში განიხილავენ. 

სკოლის ლიტერატურული წრე - „შემოქმედი“, ისევ აქტიურ ფაზაშია.

ახლახან, წრის მოსწავლეებმა, ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებლებთან ერთად მოაწყვეს წიგნის დღე, წაიკითხეს სხვადასხვა ჟანრის წიგნები და განიხილეს.

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს შემოქმედებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და კიდევ არაერთ საინტერესო შეხვედრას გეგმავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203