გუმბათის საჯარო სკოლაში დედეის დღეს ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა 
06-03-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში დედის დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ყველაზე ძვირფას ადამიანებს სითბო და სიყვარული გაუზიარეს და არაერთი შემოქმედებითი ნომრით დაუდასტურეს პატივისცემა. 

ბავშვებმა დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს და პასუხის გასცეს კითხვებს - ვისი ხელებია ყველაზე თბილი? ვისი გულია ყველაზე კეთილი? ვინ არის ყველაზე ლამაზი? რა თქმა უნდა - დედა!

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა და მათ ამღზრდელ ქალბატონებს გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს კიდევ ერთხელ ულოცავენ. 

„​დღეს ჩვენი სკოლა სიყვარულით სავსეა. გვინდა მივულოცოთ ყველა დედას, ბებიას და დედობრივი სითბოთი სავსე ადამიანს 3 მარტი!

გმადლობთ, რომ არსებობთ და ასეთ საოცარ თაობებს ზრდით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203