ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მასწავლებლის - ლალი მურადაშვილის შემოქმედებითი გაკვეთილები და პატარა მკვლევარი - ბაბი
06-03-2026

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელის ლალი მურადაშვილის წარმართული სასწავლო პროცესი მეტად საინტერესო და შემოქმედებითია. 

ის პირველკლასელ ბაბის კვლევა-ძიებას ასწავლის და მის მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავს. პედაგოგის ხელმძღვანელობით მოსწავლე აქტიურად არის ჩართული როგორც სასწავლო-შემეცნებით, ისე შემოქმედებით და სახალისო აქტივობებში. 

ერთ-ერთი აქტივობის ამსახველ ფოტომასალას თავად პედაგოგი გვიზიარებს მინაწერით. 

„ჩემი პატარა მკვლევარი - ჯადოსნური ფანქრებით.

ჩემი პირველკლასელი ბაბი - მოსწავლეც და მასწავლებელიც - ხალისით ასრულებს ვიზუალურ სავარჯიშოებს (საგნების დაჯგუფება, გაფერადება, ლოგიკური წყვილები).

​დავალების მიზანია: საგნების კლასიფიკაცია საერთო ნიშნების მიხედვით (მაგ: ხილი, ბოსტნეული, წელიწადის დროები), განივითაროს წვრილი მოტორიკა გაფერადების გზით და შეძლოს საკუთარი ნამუშევრის წარდგენა (თხრობის უნარის განვითარება)“,- წერს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203