
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც დედებსა და ქალბატონებს განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები და სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი.
საზეიმო გარემოში მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მადლიერება და სიყვარული დედების მიმართ.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ოჯახური ღირებულებებისგაძლიერება.
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მიწვეული სტუმრებისა და მშობლებისთვის.
იხილეთ ფოტოები: