
ჭიათურის N2 საჯარო სკოლას პედაგოგიური გამოცდილების გაზიარების დიდი ტრადიცია აქვს. გუნდური მუშაობა, პროფესიული ურთიერთობების გაძლიერება ხომ პოზიტიური სკოლის კულტურაა.
ამჟამადაც, შუალედური დავალების პროდუქტზე მუშაობის პროცესი მე- 2 კლასში, პედაგოგმა ასმათ მუმლაძემ, ურთიერთდასწრების რეჟიმში წარმართა.
საინტერესო, მრავალფეროვანი, სახალისო, მოსწავლეთა ინტერესებსა და უნარებზე გათვლილი აქტივობებით ასმათ მასწავლებელმა კლასში შესასრულებელი დავალებისადმი ინტერესი გამოიწვია და პატარებიც დიდი ხალისით შეუდგნენ საბოლოო პროდუქტის შექმნას. ულამაზესი ნაშრომები შექმნეს კიდეც და დამსწრეთ პრეზენტაციის სახით წარუდგინეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მიმდინარეობდა კურიკულუმის რევიზიის პროცესიც, პარალელური კლასის მასწავლებლებმა შეაფასეს რამ იმუშავა კარგად და რა უნდა შეიცვალოს მომავლისათვის.
იხილეთ ფოტოები: