
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები - 3 და 8 მარტი ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებამ, რომელიც პედაგოგების ირინა გოგოლაძისა და ნათელა გვარამაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა, არაერთი შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა.
ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები. მათ წარმოადგინეს თემატური ლექსები, სიმღერები, ცეკვები,რომლებიც მიუძღვნეს დედიკოების და ქალბატონებს. მოსწავლეებმა გულწრფელი სიტყვებით მიულოცეს დედებსა და ქალბატონებს ეს მნიშვნელოვანი დღეები და გამოხატეს მათდამი სიყვარული, პატივისცემა და მადლიერება.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო ქალის და დედის როლის დაფასება საზოგადოებაში, ოჯახის მნიშვნელობის წარმოჩენა და მოსწავლეებში დადებითი ღირებულებების გაძლიერება.
„ღონისძიებაზე გვყავდა პატარა სტუმარი რომლის მიერ შესრულებულმა ცეკვამ უფრო გაალამაზა და გაამხიარულა აღნიშნული ღონისძიება“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ სადღესასწაულო პროგრამამ თბილ და ემოციურ გარემოში ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: