„მისი ღვაწლი ფასდაუდებელია“- გაიცანით, კოთელიის საჯარო სკოლის პედაგოგი ვალიდა ბერუაშვილი, რომელიც მოსწავლეთა განათლებას 46 წელია ღირსეულად ემსახურება 
06-03-2026

მოსწავლეთა წარმატება და აკადემიური მიღწევები დამოკიდებულია მასწავლებლის პროფესიონალიზმსა და საქმის სიყვარულზე. თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ვალიდა ბერუაშვილი ერთ-ერთი იმ მასწავლებელთაგანია, რომელსაც განსაკუთრებით თავისი პროფესია და მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას დიდი პასუხისმგებლობით ემსაუხურება. ის სკოლაში 46 წელია მუშაობს და არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია. 

„მინდა გაგაცნოთ თამაზ მელიქიძის სახელობის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ვალიდა ბერუაშვილი.

ვალიდა მასწავლებელი 46 წელია დაუღალავად ემსახურება მოსწავლეების აღზრდა-განათლებას, მისი პედაგოგიური მოღვაწეობა ნამდვილი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს თავისი საქმე. მისი წყალობით გეოგრაფია არ არის მხოლოდ მშრალი ფაქტები და რუკები, მისი ყველა გაკვეთილი არის მოგზაურობა, თვალსაწიერის გაფართოება. მისი ღვაწლი ფასდაუდებელია მომავალი თაობების აღზრდაში. ვალიდა მასწავლებელი ამბობს, რომ ყოველი გაკვეთილი ახალი გამოწვევაა ... ყოველ გაკვეთილზე ისეთი გრძნობით შევდივარ თითქოს პირველ გაკვეთილს ვატარებ“ - ამბობს ის. არის ენერგიული, ხალისიანი, მშრომელი, მაგალითის აძლევს ახალგაზრდა კოლეგებს თუ როგორი უნდა იყოს მასწავლებელი. ვალიდა მასწავლებელზეა ნათქვამი „მასწავლებელი თვითონ უშვილო, მაგრამ 1000 ბავშვის მშობელი“, - აღნიშნავენ სკოლაში მის მიერ განხორციელებული პროექტების ფოტომასალას გვიზიარებენ. „ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ დიდი შრომისა რასაც ის ახორციელებს“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203