„სკოლამ უნდა აღზარდოს კარგი პიროვნება, რომელსაც ექნება სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული“- მარინა ყიფშიძე, თხინვალის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი
06-03-2026

მარინა ყიფშიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი​, რომლისთვისაც მასწავლებლის როლი მხოლოდ ცოდნის გაზიარებით არ შემოიფარგლება. პედაგოგი ყოველდღიურად ზრუნავს, რომ მოსწავლეებმა შეიძინონ პასუხისმგებლობის გრძნობა, ახალისებს კრიტიკულ აზროვნებას და საგანთან ერთად ღირებულებებს ასწავლის. 

etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში პედაგოგი, გვიზიარებს საკუთარ ხედვას იმ ღირებულებების შესახებ, რომლებიც სკოლამ უნდა მისცეს მომავალ თაობას. ასევე იხსენებს ადამიანებს, რომლებმაც მის პროფესიულ არჩევანზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- ვაძლევთ ისეთ დავალებებს, რომელიც მათ დამოუკიდებლად უნდა შეასრულონ. ამით ვაჩვევთ საკუთარი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას რაც მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს მათ.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- მონდომება, სისტემატიური შრომა, მიზანდასახულობა და რწმენა საკუთარი შესაძლებლობების.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას არამედ...

- სკოლამ უნდა აღზარდოს კარგი პიროვნება, რომელსაც ექნება სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული, თავისი ქვეყნის ტრადიციების დამცველი, უფროსი თაობის მიმართ პატივისმცემელი, სამართლიანი, მიზანდასახული და პასუხისმგებლიანი.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია რადგან...

- კარგი დამოკიდებულება ხელს უწყობს ერთმანეთის მხარდაჭერას და გუნდურ მუშაობას სასწავლო პროცესის დროს. 

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- საგაკვეთილო პროცესი არის ინტერაქტიული, თავისუფლად აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებას.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს ...

- აუცილებელია მათ ქონდეთ კრიტიკული აზროვნება და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

-ჩემმა არაჩვეულებრივმა პედაგოგებმა განსაკუთრებით:ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ქალბატონმა ლოლა მაღრაძემ და ისტორიის პედაგოგმა ბატონმა ავთანდილ მოდებაძემ. მადლობა მათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203