
საგნის პედაგოგებისა და დირექტორების საყურადღებოდ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, ელექტრონულ ჟურნალში განახლება განხორციელდა და „მოთხოვნების“ მოდულში დაემატა ახალი ფუნქცია „განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების კორექტირება“
ახალი ფუნქცია პედაგოგებს იმ საგნის შეფასების კორექტირების შესაძლებლობას მისცემს, რომელიც ფასდება განმსაზღვრელი ან განმავითარებელი შეფასებით.
როგორ მუშაობს ფუნქცია?
თუ საგანი ფასდება განმსაზღვრელი შეფასებით - კორექტირებისას შეფასება შეიცვლება ქულით.
თუ საგანი ფასდება განმავითარებელი შეფასებით – შესაძლებელი იქნება განმავითარებელი შეფასების მითითება.