ვანზომლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძვირფას ქალბატონებს დედის დღე ღონისძიებით მიულოცეს 
06-03-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედის დღე აღნიშნეს.

პატარებმა ყველაზე ძვირფასი ადამიანებს დღესასწაული ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს. 

ღონისძიებამ, რომელიც დედების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა, არაერთი შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა. 

მოსწავლეებმა დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს და ძვირფას ქალბატონებს სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს და მშობლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203