ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და პედაგოგებს სიყვარული და პატივისცემა ღონისძიებით დაუდასტურეს 
06-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს - დედებსა და პედაგოგებს გაზაფხულის პირველი დღესასწაულები ღონისძიებით მიულოცეს. 

5-მარტს, ალათუმანის საჯარო სკოლაში ჩატარდა 3 და 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებიც დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდგნენ. 

ბავშვებმა ქართულ და სომხურ ენებზე ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს, ისაუბრეს დედის განსაკუთრებულ როლზე ოჯახსა და საზოგადოებაში, პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში, ხაზი გაუსვეს ქალის მნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოებაში და გამოხატეს მადლიერება დედებისა და პედაგოგების მიმართ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებთი უნარების განვითარებას, საჯარო გამოსვლის კულტურის ჩამოყალიბებას და ემოციური ინტელექტის გაძლიერებას. ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი ღირებულებების განმტკიცებაში, როგორიცაა - პატივისცემა, მადლიერება და თანადგომა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203