
ქუთაისის N24 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 3 მარტი ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს და დედის როლსა და ამაგს სიმღერებითა და ლექსებით შეასხეს ხოტბა.
დედა გაზაფხულივითაა - გვჩუქნის სიცოცხლეს, სითბოსა და იმედს, რომელიც სამყაროს მარადიულს ქმნის. 1-ელიბ კლასის პატარებმა გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულთან დაკავშირებით, ნამდვილი „ყვავილების მეჯლისი“ მოაწყვეს.
მათ ფერადი გამოსვლებითა და საგაზაფხულო განწყობით იზეიმეს დედის დღე და ბუნების გამოღვიძება.
ბავშვები, მადლიერებისა და უსაზღვრო სიყვარულის ნიშნად, თავიანთი ტკბილი ხმებითა და ლამაზი შესრულებით მოეფერნენ დედიკოებს.
„ეს იყო დღე, სავსე ღიმილით, სიხარულითა და ყველაზე გულწრფელი ემოციებით“,- ასე აფასებენ სკოლაში შთამბეჭდავ ღონისძიებას.
ღონისძიებას ხელმძღვანლობდა კლასის დამრიგებელი ნინო ჩაჩუა, ხოლო მუსუკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა მაკა მურღულიამ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო