
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ყველაზე ძვირფასი ადამიანების - დედების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა.
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აერთიანებდა მრავალფეროვან შემოქმედებით ნომრებს - მოსწავლეებმა დედის როლსა და ამაგს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და ძვირფას ქალბატონებს სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.
ბავშვებმა დედებსა და მასწავლებლებს დღესასწაული გულწრფელი სიტყვებით მიულოცეს და დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ოჯახური ღირებულებების განმტკიცება და იმ ლამაზი გრძნობების გაზიარება, რომელიც დედასთან გვაკავშირებს.
იხილეთ ფოტოები: