
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია როდის დაიწყება ჯერ უცნობა, თუმცა ვიცით რომ წელს უცვლელი რჩება ტექსტის სტრუქტურა და ფორმატი. შესაბამისად გთავაზობთ, დაწყებითი საფეხურის I-IV და I-VI კლასების მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველების გამოცდის პროგრამას, საგამოცდო ტესტის ფორმატს, პროგრამასა და შეფასების კრიტერიუმებს, რომლებიც 2025 წლის გამოცდებზე იყო გამოყენებული.
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება (I – IV):
I - IV კლასების პედაგოგთათვის განკუთვნილი ტესტი ორი ნაწილისგან შედგება - საგნობრივი ცოდნა (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) და აკადემიური უნარები (წაკითხული ტექსტის გააზრება და ანალიტიკური ესე).
ტესტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (პროფესიაში შემომსვლელთათვის) 60%-ია. შესაბამისად, გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად აპლიკანტმა უნდა დააგროვოს ქულათა საერთო რაოდენობის 60%-ზე მეტი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ტესტში აკადემიური უნარების ნაწილისათვის დადგენილია შიდა ზღვარი - ქულათა საერთო რაოდენობის 40%. შესაბამისად, ამ ნაწილში ზღვრის გადასალახად აპლიკანტმა უნდა დააგროვოს ქულათა საერთო რაოდენობის 40%-ზე მეტი.
იხილეთ საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუში
2025 წლის ტესტის ფორმატი
საგნობრივი ცოდნის ნაწილის მაქსიმალური ქულა - 51
✓ ქართული ენისა და ლიტერატურის ნაწილის მაქსიმალური ქულა - 21
✓ მათემატიკური ნაწილის მაქსიმალური ქულა - 18
✓ ბუნებისმეტყველების ნაწილის მაქსიმალური ქულა - 12
აკადემიური უნარების ნაწილის მაქსიმალური ქულა - 14
✓ წაკითხული ტექსტის გააზრება - ხუთი არჩევითპასუხიანი 1-ქულიანი დავალება
✓ ანალიტიკური ესე - შეფასების სქემის მიხედვით მაქსიმალურ ქულად განსაზღვრულია -9, ტესტის მაქსიმალური ქულა - 65
ტესტირებისთვის განკუთვნილი დრო: 4 საათი
შესაბამისად, პროფესიაში შემომსვლელთათვის მთლიანი ტესტის ბარიერად (60%-ზე მეტი) განსაზღვრულია 40 ქულა და მეტი, ხოლო აკადემიური უნარების შიდა ბარიერად (40%-ზე
მეტი) – 6 ქულა და მეტი.
ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა და ბუნებისმეტყველება I-VI:
I - VI კლასების პედაგოგთათვის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება) განკუთვნილია ტესტები ორი ნაწილისგან შედგება – საგნობრივი ცოდნა და აკადემიური უნარები.
საგნობრივი ტესტების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (პროფესიაში შემომსვლელთათვის) 60%-ია. შესაბამისად, გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად აპლიკანტმა უნდა დააგროვოს ქულათა საერთო რაოდენობის 60%-ზე მეტი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ტესტში აკადემიური უნარების ნაწილისათვის დადგენილია შიდა ზღვარი - ქულათა საერთო რაოდენობის 40%. შესაბამისად, ამ ნაწილში ზღვრის გადასალახად აპლიკანტმა უნდა დააგროვოს ქულათა საერთო რაოდენობის 40%-ზე მეტი.
იხილეთ საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუში
2025 წლის ტესტის ფორმატი
საგნობრივი ცოდნის ნაწილის მაქსიმალური ქულა - 39
აკადემიური უნარების ნაწილის მაქსიმალური ქულა - 14
ტესტის მაქსიმალური ქულა - 53
ტესტირებისთვის განკუთვნილი დრო: 4 საათი
შესაბამისად, პროფესიაში შემომსვლელთათვის მთლიანი ტესტის ბარიერად (60%) განისაზღვრა 32 ქულა და მეტი, ხოლო ანალიტიკური უნარების შიდა ბარიერად (40%) – 6 ქულა და მეტი