
მანდატურების შესარჩევ კონკურსში მოაწილეობის მსურველებმა განაცხადი 8 მარტის ჩათვლით უნდა გააკეთონ.
ელექტრონულ ფოსტაზე (hr@mandaturi.gov.ge) უნდა გააგზავნოთ: სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული); პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი:
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ საბაზო საფეხურის დასრულების შემთხვევაში, პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოიცავს აღნიშნული დოკუმენტის გათანაბრებას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან);
კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი (დიპლომი/ატესტატი), სავალდებულოა ის იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან.
სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).
ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში კანდიდატის საკონკურსო განაცხადი დარჩება განუხილველი.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა მანდატურების შესარჩევ კონკურსი გამოაცხადა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში - ჩამონათვალი