
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებითა და კონკურსებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
ახლახან ქართული ენის კონკურსი ჩატარდა.
მეექვსე და მეშვიდე კლასების მოსწავლეები ერთმანეთს ქართული ენის გრამატიკული საკითხების ცოდნაში შეეჯიბრნენ.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.