გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო 
09-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამოეხმაურნენ საბჭოთა ოკუპაციის დღეს. 

მოსწავლეებმა 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები ღონისძიებით გაიხსენეს. 

მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციას. 

მოსწავლეებმა შეიტყვეს გმირობის ისტორიები, ქართველთა თავგანწირული ბრძოლები თბილისის დასაცავად.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა და რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიის ცოდნა, რათა პატივი მივაგოთ წარსულს და ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზე.

შეგახსენებთ რომ, 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ. წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203