
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შემოქმედებითი გაკვეთილი ჩაუტარდათ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი - გონიოს ციხე საკუთარი ხედვით წარმოადგინეს.
გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელობა უფრო ღრმად გაეაზრებინათ.
მე-6 კლასელებმა გონიოს ციხე საინტერესო და შემოქმედებითი ფორმით წარმოადგინეს. მათ კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ საქართველოს ისტორიული ძეგლები ჩვენი წარსულის სარკეა, რომელიც უამრავ საინტერესო ამბავს ინახავს.
„ისტორიული ძეგლები უბრალოდ სანახავი ადგილი კი არაა, ჩვენი წარსულის სარკეა. რამდენი საინტერესო ამბავი ინახება საქართველოში და რამდენი გვაქვს კიდევ აღმოსაჩენი“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან მასწავლებელ ნუგზარ მარკოიძეს საინტერესო და შემოქმედებითი გაკვეთილისთვის.
იხილეთ ფოტოები: