
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო აქტივობებითა და სასწავლო მეთოდებით სწავლობენ, რაც მათი ცოდნის ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება.
აღსანიშნავია, X კლასი ჩატარებული საინტერესო სასწავლო აქტივობა, რომელიც გულისხმობდა პრეზენტაციას თემაზე - Education System in the UK, USA and Georgia.
მე-10 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში შეასრულეს საინტერესო და შემოქმედებითი დავალება - წარმოადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემის შესახებ.
მოსწავლეებმა შეადარეს დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს განათლების სისტემები და ისაუბრეს:
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პრეზენტაციები გამოირჩეოდა როგორც ინფორმაციული სიზუსტით, ასევე კრეატიული მიდგომით.
„მოსწავლეებმა წარმატებით გამოიყენეს ინგლისური ენა საკუთარი აზრების გასაზიარებლად და განივითარეს როგორც კომუნიკაციური, ისე პრეზენტაციის უნარები“,- აღნიშნავენ სკოლაში და ნიჭიერ ბავშვებს წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: