ბიოლოგიის ინტერაქტიული გაკვეთილი -  წნორის N3 საჯარო სკოლის მე-10 კლასელებმა თემა - უჯრედული მეტაბოლიზმი, პრეზენტაციებით შეაჯამეს
06-03-2026

წნორის N3 საჯარო სკოლის მე-10 კლასელებმა, ბიოლოგიის გაკვეთილზე, პედაგოგ ირმა დუღაშვილის ხელმძღვანელობით, თემა - უჯრედული მეტაბოლიზმი, შეაჯამეს. 

მოსწავლეებმა პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს უჯრედში მიმდინარე სხვადასხვა მეტაბოლური პროცესი. მოსწავლეებმა ისაუბრეს ენერგიის გარდაქმნაზე, ნივთიერებათა ცვლასა და იმ მნიშვნელოვან ბიოქიმიურ რეაქციებზე, რომლებიც უჯრედის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს.

თითოეული პრეზენტაცია მოიცავდა თვალსაჩინო მასალასა და განმარტებებს. გაკვეთილი გამოირჩეოდა ინტერაქტიული მიდგომითა და მრავალფეროვანი აქტივობებით, რამაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა თემა მეტად საინტერესოდ შეეჯამებინათ. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას, კვლევით აზროვნებასა და ცოდნის პრაქტიკულ გააზრებას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203