
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობაზე იმუშავეს, რომლის თემაც გახლდათ გურიის ღირშესანიშნაობები, მიზანი კი მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება.
„სიცოცხლის სამოსახლოა, ჩემი პატარა გურია“ - ამ სახელწოდებით მოსწავლეებმა პოსტერი შექმნეს.
მანამდე ბავშვებს კულტურული მემკვიდრეობისა და მუნიციპალიტეტის გამოჩენილი ადამიანების შესახებ პედაგოგებმა ინფორმაცია მიაწოდეს და საკუთარი ქვეყნისადმი, საკუთარი კუთხისა და მუნიციპალიტეტისადმი სიყვარული კიდევ უფრო გაუღვივეს.
იხილეთ ფოტოები: