„ვულოცავთ!“- ტანძიის საჯარო სკოლაში მოსწავლე გიორგი ბეგიაშვილი ძიუდოში, 2012-2013 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის, საქართველოს ჩემპიონია
06-03-2026

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლაში მოსწავლის - გიორგი ბეგიაშვილის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

1 მარტს, ქალაქ თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, ჩატარდა საქართველოს სარეიტინგო ჩემპიონატი, 2012-2013 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის. 60-კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ბოლნისის ძიუდოს სკოლის ძიუდოისტი, ტანძიის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ბეგიაშვილი. მან ყველა შეხვედრა დიდი უპირატესობით მოიგო და გახდა საქართველოს ჩემპიონი. 

სკოლაში ამაყობენ მოსწავლის წარმატებით და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203