
რუსთავის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
რაღა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას.
წიგნის საჯაროდ კითვის მსოფლიო დღეს სკოლის მოსწავლეებმა, მიწვეულ მშობლებთან ერთად, თავიანთ თანატოლებს საყვარელი მწერლების მოთხრობები წაუკითხეს.
„იკითხე ხმამაღლა - შეცვალე მსოფლიო!“- აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა და თანატოლებსაც წიგნთან მეგობრობისკენ მოუწოდეს.
„ხმამაღლა კითხვა აერთიანებს თაობებს, ავითარებს აზროვნებას და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წიგნი სამყაროს შეცვლის ძალას ფლობს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: