
სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, ინტეგრირებული გაკვეთილი 1-ელბ კლასში, რომელმაც ქართული ენა და მათემატიკა გაერთიანა.
მხიარული მათემატიკა და „ანბანეთი“ დაძმობილდნენ, მათ ერთობლივად მოუმზადეს პატარებს სახალისო და საინტერესო ამოცანა.
გუნდურობის, ლოგიკური აზროვნების და სათანადო ცოდნის გამოვლენით, ბავშვებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას.
მათემატიკის მასწავლებელი ნატო ხუმარაშვილი გახლავთ, ქართულ ენას კი მოსწავლეებს მაიკო ძირკვაძე ასწავლის.
იხილეთ ვიდეო: